ლუის სუარესმა კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს
ახალი ამბები / ფეხბურთი
9-04-2022, 00:14
მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდმა ლუის სუარესმა კარიერა შესაძლოა თურქულ „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელოს.
AS-ის ინფორმაციით, 35 წლის ურუგვაელი ფორვარდით „ბეშიქთაში“ და „ფენებრაჰჩე“ ინტერესდებიან, რომლებიც ფეხბურთელის გარემოცვას უკვე დაუკავშრდნენ.
ამჟამად, „ფენერი“ თურქეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილს იკავებს, „ბეშიქთაში“ კი - მერვეს.
შეგახსენებთ, რომ სუარესი „ატლეტიკოში“ 2020 წლიდან თამაშობს, სადაც „ბარსელონადან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში „ელ პისტოლერომ“ პრიმერას 29 მატჩში 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
კომენტარები