სუარესი პრემიერლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა, ვარიანტები ბრაზილიიდან და საუდის არაბეთიდანაცაა
ახალი ამბები / ფეხბურთი
20-01-2022, 01:26
ლუის სუარესი შესაძლოა მადრიდის "ატლეტიკოდან" "ასტონ ვილაში" გადავიდეს.
ხერარდ რომეროზე დაყრდნობით, 34 წლის ურუგვაელის სამსახურით სხვადასხვა გუნდი ინტერესდება, როგორებიც არიან "ატლეტიკო მინეირო", "კორინთიანსი" და "პალმეირასი" (3-ივე ბრაზილიური), ერთ-ერთი კლუბი საუდის არაბეთიდან (არ სახელდება) და მთავარი, სტივენ ჯერარდის "ასტონ ვილა". შეგახსენებთ, ლუისი და სტივენი 2011/14 წლებში "ლივერპულში" ერთად გამოდიოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერი ამ ზამთარს ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა ყველაფერს დრო გაარკვევს.
შეგახსენებთ, სუარესმა ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე "როხიბლანკოს" მაისური 25-ჯერ მოირგო და თავი 8 გოლითაც გამოიჩინა.
მომზადებულია championat-ის მიხედვით
კომენტარები