ბარსელონას დორტმუნდის მცველი სურს და მზადაა ტრანსფერში დესტიც ჩართოს
ახალი ამბები / ფეხბურთი
27-01-2022, 01:06
დორტმუნდის“ ბელგიელმა განაპირა მცველმა, ტომა მენიემ კარიერა შესაძლოა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში გააგრძელოს.
კატალონიელი ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელით „ბარსელონა“ ინტერესდება.
რომერო ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, ტრანსფერში „ბარსელონამ“ ამერიკელი მარჯვენა მცველი, სერჟინიო დესტიც კი ჩართოს, რომელიც გუნდში გასული სეზონის სტარტზე „აიაქსიდან“ გადავიდა, თუმცა გაცემული ავანსები აშკარად ვერ გაამართლა.
მენიე „ბორუსიაში“ 2020 წლიდან თამაშობს, სადაც „პსჟ-დან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
ფეხბურთელის კონტრაქტი „დორტმუნდთან“ 2024 წლის 30 ივნისამდეა გაფორმებული, პორტალი Transfermarkt კი მის ღირებულებას 9 მლნ ევროდ აფასებს.
კომენტარები