ბარსელონას მეკარეს გუნდის დატოვება სურს, კლუბი წინააღმდეგია
ახალი ამბები / ფეხბურთი
27-01-2022, 01:05
„ბარსელონას“ ბრაზილიელ მეკარეს, ნეტოს, გუნდის დატოვება სურს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ნეტოს გუნდის დატოვება უფრო დიდი სათამაშო პრაქტიკის ძიებაში სურს, თუმცა კატალონიური გუნდი არ არის მზად მის გასაშვებად, რადგან მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ასეთ შემთხვევაში გამოცდილი შემცვლელი არ ეყოლება.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „ბარსამ“ ჯერ ნეტოს გაშვება მოასწროს და შემდეგ, მისი შემცვლელის მოიძიოს.
ბრაზილიელი „ბარსელონაში“ 2019 წელს „ვალენსიადან“ იასპერ სილესენის გაცვლის შედეგად გადავიდა და გუნდთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელით „ფლამენგო“ ინტერესდება.
მიმდინარე სეზონში ნეტომ ლა ლიგაში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 3 გოლი გაუშვა.
კომენტარები