დიბალამ შეიძლება კარიერა "სიტიში" გააგრძელოს
ახალი ამბები / საქართველო
28-01-2022, 01:07
"იუვენტუსის" თავდამსხმელი პაულო დიბალა შეიძლება "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდეს, - იტყობინება "გაძეტა დელო სპორტი".
დიბალა ზაფხულში თავისუფალი გენტი გახდება, "სიტი" ეპატიჟება და წლიურ გასამრჯელოდ 10 მილიონ ევროს სთავაზობს.
ამ სეზონში არგენტინელმა "იუვეში" 23 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი სამსახურით "ლივერპულია" დაინტერესებული.
კომენტარები