"ლივერპული" "პორტუს" ნახევარმცველს 71.7 მილიონად შეიძენს
ახალი ამბები / საქართველო
7-01-2022, 01:03
"პორტუს" ნახევარმცველი ლუის დიას მარულანდა პრემიერლიგაში გადასვლასთან ახლოსაა.
რადიო "Caracol"-ის ჟურნალისტი სეზარ აუგუსტო ლონდონო იტყობინება, რომ პორტუგალიური გუნდის საუკეთესო ბომბარდირს "ლივერპული" 71.7 მილიონ ევროდ შეიძენს.
24 წლის კოლუმბიელის სამსახურით აგრეთვე "ნიუკასლია" დაინტერესებული.
"ლივერპული" ტრანსფერის სასწრაფოდ განხორციელებას ცდილობს, რადგან მოჰამედ სალაჰი და სადიო მანე აფრიკის თასზე საასპარეზოდ გაემგზავრებიან.
დიასმა ამ სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატის 15 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კომენტარები