ხავი დემბელეს ფინანსურმა მოთხოვნამ გააოგნა
ახალი ამბები / ფეხბურთი
8-01-2022, 01:09
24 წლის ნახევარმცველი დემბელე "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ წლიურ გასამრჯელოდ 43 მილიონ ევროს და ბონუსების სახით 7 მილიონს ითხოვს, - იტყობინება Sky Sport-ის ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი.
"ბარსელონას" რა თქმა უნდა, ეს არ აწყობს და გუნდის მწვრთნელი ხავი დემბელეს მოთხოვნამ გააოგნა.
დემბელეს "ბარსასთან" ხელშეკრულება ზაფხულში უმთავრდება და "ბაიერნი" ეპატიჟება, მაგრამ ასეთი მოთხოვნების შემდეგ, სავარაუდოდ, არც ბავარიელები არ ისურვებენ მასთან საქმის დაჭერას.
კომენტარები