
ერიკ ტენ ჰაგი მანჩესტერ იუნაიტედში თავის შეგირდთან ერთად აპირებს გადაბარგებას
ახალი ამბები / ფეხბურთი
5-04-2022, 21:46
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზაფხულში შესაძლოა „აიაქსის“ ცენტრალური მცველი დაიმატოს.
იმ შემთხვევაში, თუ სეზონის ბოლოს „წითელ ეშმაკებს“ ერიკ ტენ ჰაგი ჩაიბარებს, ის ნისლიან ალბიონზე მცველის იურიენ ტიმბერის გადაბირებას შეეცდება.
აღნიშნულ ინფორმაციას ნიდერლანდური გამოცემა de Telegraaf იტყობინება.
ამ სეზონში ტიმბერი „აიაქსის“ ძირითადი ცენტრალური მცველია და 37 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. მას ნიდერლანდების ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული.
კომენტარები