გვარდიოლას კარიერაში მეოთხედ მოხდა, რომ მან ერთ სეზონში კონკრეტულ მეტოქესთან ორივე მატჩი წააგო
ახალი ამბები / ფეხბურთი
20-02-2022, 00:49
პრემიერ ლიგის 26-ე ტურში „მანჩესტერ სიტი“ საკუთარ კედლებში „ტოტენჰემთან“ დამარცხდა.
„ქალაქელებისთვის“ ეს მიმდინარე ინგლისის ჩემპიონატში მესამე მარცხი გამოდგა, აქედან ორი გუნდმა „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ იწვნია, რომელმაც გვარდიოლას გუნდს პირველ ტურშიც მოუგო - 1:0.
პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში მეოთხედ მოხდა შემთხვევა, როცა მან ერთ სეზონში კონკრეტულ მეტოქესთან ორივე მატჩი წააგო - საშინაოც და გასვლითიც.
აქამდე, ეს 2016/17-სეზონში ანტონიო კონტეს „ჩელსიმ“, მოახერხა, 2019/20-ში კი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „ვულვერჰემპტონმა“.
კომენტარები