ანტონიო კონტე ტოტენჰემთან ერთად პრემიერ ლიგაში პირველად დამარცხდა
ახალი ამბები / ფეხბურთი
24-01-2022, 01:00
პრემიერ ლიგის 23-ე ტურში „ჩელსიმ“ შინ „ტოტენჰემი“ 2:0 დაამარცხა.
ანტონიო კონტესთვის ეს „ტოტენჰემის“ სათავეში ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩში პირველი მარცხი იყო.
აქამდე, იტალიელმა სპეციალისტმა „დეზების“ ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგაში 9 მატჩი ჩაატარეს და 6 მატჩი მოიგეს, 3 კი ფრედ დაასრულეს.
თუმცა, ზოგადად ეს კონტესთვის პირველი მარცხი არ ყოფილა - ინგლისის ლიგის თასზე მისი „ტოტენჰემი“ ნახევარფინალში „ჩელსისთან“ ორივე შეხვედრაში დამარცხდა (0:2, 0:1).
ნოემბერ-დეკემბერში „სპურსს“ კოვიდაფეთქების გამო პრემიერ ლიგაში სამი მატჩი გადაედო - „ბარნლისთან“, „ბრაიტონთან“ და „არსენალთან“.
კომენტარები