მიქაუტაძის უგოლო და "სერენის" დამარცხებათა სერია გრძელდება
ახალი ამბები
23-01-2022, 00:51
ბელგიის ჩემპიონატის 23-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „სერენი“ სტუმრად „სენტ-ტრუიდენთან“ 1:3 დამარცხდა.
მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, ორი მომენტიდან ვერც ერთი ვერ გამოიყენა და ყვითელი ბარათი მიღო. მან ჟუპილერ ლიგაში მიჯრით მეექვსე შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი.
„სერენმა“ ზედიზედ მე-6 მარცხი განიცადა, 19 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 27 იანვარს აუტსაიდერ „ბეერსხოტს“ უმასპინძლებს.
კომენტარები