გვარდიოლას კორონავირუსი დაუდასტურდა - სიტიში ინფიცირებულთა რაოდენობამ 21-ს მიაღწია
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-01-2022, 17:18
"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას კორონავირუსი დაუდასტურდა, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი. ის გუნდთან ერთად არ გაემგზავრება ინგლისის თასის მატჩზე "სვინდონ თაუნთან".
თამაში ხვალ, 7 იანვარს გაიმართება. კორონავირუსი გვარდიოლას თანაშემწეს, ხუან მანუელ ლილოსაც დაუდასტურდა. ორივე სპეციალისტი გუნდიდან იზოლირებულია.
სულ კლუბში კარანტინში 21 ადამიანი იყო მოთავსებული, მათგან 7 პირველი გუნდის მოთამაშე იყო. მომავალ თასის მატჩში ფეხბურთელებს ასისტენტი როდოლფო ბორელი უხელმძღვანელებს.
პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში "მანჩესტერ სიტი" 21 მატჩში 53 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე - "ჩელსი" (43), მესამეზე - "ლივერპული" (42, 20 თამაშის შემდეგ).
კომენტარები