ანტონიო კონტე გვარდიოლასთან ურთიერთშეხვედრებში წინ გავიდა
ახალი ამბები / ფეხბურთი
20-02-2022, 00:48
პრემიერ ლიგის 26-ე ტურში „ტოტენჰემმა“ სტუმრად „მანჩესტერ სიტი“ 3:2 დაამარცხა.
პეპ გვარდიოლასთვის ეს კარიერაში ანტონიო კონტეს წინააღმდეგ მეხუთე გამართული შეხვედრა იყო.
წინა ოთხი დაპირისპირებაც პრემიერ ლიგის ეგიდით გაიმართა. კონტემ, რომელიც ადრე „ჩელსის“ წვრთნიდა, გვარდიოლას 2016/17-სეზონში ორივე მატჩი მოუგო - 3:1 და 2:1.
2017/18-სეზონში ამ მწვრთნელების გზა კვლავ პრემიერ ლიგაში გადაიკვეთა და მაშინ, ორივე შეხვედრა „სიტიმ“ 1:0 მოიგო.
შესაბამისად, ამ მატჩამდე მწვრთნელებს ურთიერთშეხვედრაში ფრე 2:2 ჰქონდათ, დღევანდელმა გამარკვებამ კი კონტე წინ გაიყვანა - მას გვარდიოლასთან 5-დან 3 მატჩი მოგებული აქვს.
კომენტარები