ბარსელონას ლევანდოვსკის შესაძენად რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს — ESPN
ახალი ამბები / ფეხბურთი
9-04-2022, 00:17
ბარსელონას ლევანდოვსკის შესაძენად რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს — ESPN
"ბარსელონას" ხელმძღვანელობას "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის გაჩარხვა გაუჭირდება.
33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავს კატალონიურ გრანდში გადასვლა სურს, მაგრამ ამჟამად არსებულ ფინანსურ პირობებში ეს მარტივი არ იქნება, წერს გავლენიანი გამოცემა ESPN-ი.
მიუხედავად იმისა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ლევანდოვსკის აგენტ პინი ზაჰავისთან კარგი ურთიერთობა აქვს და რობერტს მიუნხენელებთან 2023 წლის ზაფხულამდე გათვლილი კონტრაქტის გახანგრძლივება არ უნდა, "ბარსას" მასში დიდი ფულის დახარჯვა მოუწევს.
"ბლაუგრანას" ლა ლიგის მიერ დაწესებული მკაცრი ფინანსური შეზღუდვების ფონზე უწევს მუშაობა, ამიტომაც კლუბმა ლევანდოვსკის შესაძენად რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდოს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბაიერნი" თავისი ლიდერის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ ტრანსფერში ფეხბურთელის ან ფეხბურთელების ჩართვაც არ არის გამორიცხული.
მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 45 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
კომენტარები