შესაძლოა, “ბაიერნმა” ლევანდოვსკი გაყიდოს
ახალი ამბები / ფეხბურთი
21-01-2022, 00:58
მიუნხენის “ბაიერნი” შესაძლოა, რობერტ ლევანდოვსკის შეელიოს.
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ თუ ბავარიული კლუბი პოლონელ თავდამსხმელთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ფეხბურთელს გაყიდის.
რობერტ ლევანდოვსკისა და “ბაიერნს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აქვს. მხარეები ახალი კონტრაქტის პირობებზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.
თავად 33 წლის თავდამსხმელი ამბობს, რომ პროფესიონალურ დონეზე კიდევ ოთხი წლის განმავლობაში აპირებს თამაშს.
რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში “ბაიერნის” რიგებში 27 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. ის ზედიზედ მეორედ გახდა ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი.
კომენტარები