ვის მისცეს ხმა სანიოლმა და კანკავამ "THE BEST"-ის გამოკითხვაში
ახალი ამბები / საქართველო
19-01-2022, 02:04
როგორც მოგეხსენებათ, გიშინ "FIFA"-ს დაჯილდოვება გაიმართა, სადაც არაერთი ინდივიდუალირი პრიზი გათამაშდა.
ხმის მიცემის უფლება, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ვილი სანილოს და კაპიტანს ჯაბა კანავასაც ჰქონდა.
როგორც ცნობილია, ქართველი ფეხბურთელის ფავორიტები ლიონელ მესი ("პსჟ"), ნ'გოლი კანტე და ჟორნჟინიო (ორივე "ჩელსი") გახდნენ.
რაც შეეხება ფრანგ სპეციალისტს, მან პირველ პოზიციაზე კარიმ ბენზემა, მეორეზე რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი") და მესამეზე კილიან მბაპე ("პსჟ") დააყენა.
ასევე ცნობილია ისიც, რომ ორივე მათგანმა წლის საუკეთესო მწვრთნელად, იტალიის ნაკრების თავკაცი რობერტო მანჩინი დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლევანდოვსკი, ხოლო საუკეთესო სპეციალისტი ტომას ტუხელი გახდა.
კომენტარები