ბარსელონას სპორტული დირექტორი მაროკოში დემბელეს აგენტთან მოლაპარაკებების განსაახლებლად ჩავიდა

ბარსელონას სპორტული დირექტორი მაროკოში დემბელეს აგენტთან მოლაპარაკებების განსაახლებლად ჩავიდა

ახალი ამბები / ფეხბურთი
5-04-2022, 21:45



„ბარსელონა“ მზადაა უსმან დემბელესთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები განაახლოს.

ESPN-ს ინფორმაციით, კატალონიელები ფრანგ ფეხბურთელთან მოლაპარაკებების მაგიდას ხელახლა მიუსხდებიან და შეთანხმებას შეეცდებიან.

უახლოეს დღებში, კლუბის სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი მაროკოში ფეხბურთელის აგენტ მუსა სისოკოს შეხვდება. მენეჯერი მარაკეშში უკვე ჩაფრინდა.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები 2021 წლის მიწურულს ჩაიშალა, თუმცა ხავიმ ფეხბურთელის ტრიბუნაზე გადასმაზე უარი თქვა და დიდი სათამაშო დროც მისცა.

ამ სეზონში დემბელემ ლა ლიგის 13 მატჩში 10 საგოლე პასი მიითვალა. „ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტი მას სეზონის ბოლოს ეწურება.


კომენტარები
"გთხოვთ, მოეშვით", - ხავიმ ატლეტიკოსთან მოგების შემდეგ ბარსას ქომაგებს თხოვნით მიმართა
"გთხოვთ, მოეშვით", - ხავიმ ატლეტიკოსთან მოგების...
7-02-2022, 01:05
დემბელეს კარგი მადა აქვს - მოთხოვნილი ხელფასის გამო ევროპულმა გრანდებმა ფეხბურთელზე უარი თქვეს
დემბელეს კარგი მადა აქვს - მოთხოვნილი ხელფასის...
6-02-2022, 00:37
ობამეიანგი "ბარსელონაში" ვერ გადავა - დემბელე "გაარისტოკრატდება"
ობამეიანგი "ბარსელონაში" ვერ გადავა - დემბელე...
1-02-2022, 00:57
თბილისის "დინამომ" შვიდ ფეხბურთელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თბილისის "დინამომ" შვიდ ფეხბურთელთან კონტრაქტი...
26-01-2022, 00:44
სერხი რობერტოს "ბარსელონა" კონტრაქტს გაუგრძელებს და ხელფასს მნიშვნელოვნად შეუმცირებს
სერხი რობერტოს "ბარსელონა" კონტრაქტს გაუგრძელებს...
7-01-2022, 00:58
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно