სერხი რობერტოს "ბარსელონა" კონტრაქტს გაუგრძელებს და ხელფასს მნიშვნელოვნად შეუმცირებს

სერხი რობერტოს "ბარსელონა" კონტრაქტს გაუგრძელებს და ხელფასს მნიშვნელოვნად შეუმცირებს

ახალი ამბები
7-01-2022, 00:58



ბარსელონა" მცველ სერხი რობერტოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას იმედოვნებს, - იტყობინება "მარკა".

კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელის აგენტს ამ დღეებში შეხვდება.

"ბარსელონას" მწვრთნელ ხავის სერხი რობერტო იმის გამო მოსწონს, რომ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია ითამაშოს და გუნდის ერთგულია.

"ბარსა" სერხი რობერტოს კონტრაქტის ორი წლის გაგრძელებას შესთავაზებს, მაგრამ მას ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზე დათანხმება მოუწევს. თუმცა, ახალ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა ბონუსები.

ამ სეზონში 29 წლის სერხი რობერტომ ლა ლიგის 9 მატჩში 2 გოლი გიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, ამჟამად კი მარჯვენა ბარძაყზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ

აღდგენის პროცესშია.


კომენტარები
მანდრიჩენკო "საბურთალოდან" უკრაინულ გუნდში გადავიდა
მანდრიჩენკო "საბურთალოდან" უკრაინულ გუნდში...
4-01-2022, 00:55
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно