ობამეიანგი "ბარსელონაში" ვერ გადავა - დემბელე "გაარისტოკრატდება"
ახალი ამბები / საქართველო
1-02-2022, 00:57
"არსენალის" 32 წლის თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი დღეს "ბარსელონასთან" საიჯარო ხელშეკრულების გასაფორმებლად კატალონიაში სულ ტყუილად ჩაფრინდა, - იტყობინება "The Athletic"-ი.
გამოცემის ცნობით, კლუბები გაბონელის ხელფასის გადახდის შესახებ ვერ შეთანხმდნენ.
"ბარსას" 24 წლის ნახევარმცველმა უსმან დემბელემ კი "არსენალში" გადასვლა არ ისურვა, თუმცა მეორე ლონდონური კლუბის ვარიანტი გამოუჩნდა - "მუნდო დეპორტივოს" მტკიცებით, ის კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს.
ფეხბურთელის აგენტი მუსა სისოკო ტრანსფერის დეტალების შესათანხმებლად უკვე ინგლისში ჩავიდა. ABC ირწმუნება, რომ დემბელეს "გაარისტოკრატება" 99%-ით გადაწყვეტილია.
კომენტარები