ორმხრივი უკმაყოფილება - პოჩეტინომ შესაძლოა პსჟ-ში ეს სეზონიც კი ვერ ჩაამთავროს
ახალი ამბები / საქართველო
14-02-2022, 00:53
პსჟ-ს“ მთავარ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს გუნდთან ერთად სეზონის ჩამთავრება გარანტირებული ჯერაც არ აქვს.
49 წლის სპეციალისტი თვადაც უკმაყოფილოა პარიზულ გუნდში თავისი მდგომარეობით. კერძოდ, მას გუნდის სპორტულ დირექტორ ლეონარდოსთან იდეალური ურთიერთობა ვერ აქვს.
გასულ ზაფხულს არგენტინელმა ლეონარდოს შემადგენლობის წმენდა სთხოვა და დაუსახელა პოზიციები, რომელთა გაძლიერებასაც ისურვებდა. თუმცა, მისი თხოვნები არ დაკმაყოფილდა.
ლეო მესის, სერხიო რამოსის და ჯანლუიჯი დონარუმას დაპატიჟება „პსჟ-ს“ ხელმძღვანელობის ინიციატივა იყო და არა მთავარი მწვრთნელის. ამის გამო, მას სეზონის თითქმის 30 ფეხბურთელით დაწყება მოუწია.
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს პოჩეტინოს ნახევარდაცვის გაძლიერება ტანგი ნდომბელეს დამატებით სურდა, თუმცა ლეონარდომ მწვრთნელს შეატყობინა, რომ ფრანგის ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ გუნდს რომელიმე სხვა ნახევარმცველი დატოვებს. საბოლოოდ, ნდომბელე „ლიონს“ შეუერთდა.
„პსჟ-ს“ შედეგები და უფრო მეტად თამაში ვერც კლუბის უფროსობას ახარებს. ჩემპიონატში გუნდი სოლიდურად ლიდერობს, თუმცა თასიდან მერვედფინალშივე დამარცხდა.
Goal.com-ის ინფორმაციით, პოჩეტინოს მომავალი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ „პსჟ“ „რეალთან“ გამოვარდება, მწვრთნელი შესაძლოა სეზონის დასრულებამდევე გაათავისუფლონ.
კომენტარები