რეალი ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერს ეჭვის თვალით უყურებს და ბეილის და აზარის სიტუაციების გამეორების შიში აქვს
ახალი ამბები / ფეხბურთი
19-04-2022, 09:56
„რეალი“ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერს ეჭვის თვალით უყურებს.
Goal.com-ის ინფორმაციით, მადრიდულ კლუბს ნორვეგიელის ტრავმიანობა აშინებს, გუნდი შიშობს, რომ ედენ აზარის და გარეტ ბეილის შემთხვევები არ განმეორდეს, რომლებმაც დაზიანებების გამო „სამეფო კლუბში“ ბოლომდე გახსნა ვერ მოახერხეს.
გარდა ამისა, „რეალს“ აფრთხობს ჰოლანდის ფინანსური მოთხოვნები - მადრიდული კლუბი ფიქრობს, რომ ნორვეგიელს ჯერ სათანადოდ თავი არ დაუმტკიცებია და მისთვის უზარმაზარი ხელფასის დანიშვნამ შესაძლოა ატმოსფერო აურიოს.
პარალელურად, „რეალი“ მზადაა მბაპეს დიდი ხელფასი დაუნიშნოს, რადგან კილიანი უკვე დიდი ავტორიტეტის მატარებელია.
ამ ყველაფრის გამო, ამ ეტაპზე ჰოლანდისთვის ბრძოლაში ფავორიტად არა „რეალი“, არამედ „მან სიტი“ მოიაზრება.
კომენტარები