რეალი ჰოლანდის საკითხში თავს დამარცხებულად თვლის, თუმცა სიტუაცია შესაძლოა მბაპეს გამო შეიცვალოს
ახალი ამბები / ფეხბურთი
12-04-2022, 00:35
დიდი ალბათობით, ერლინგ ჰოლანდი მადრიდის „რეალში“ არ გადავა.
როგორც ჯანლუკა დი მარციო წერს, მადრიდული კლუბი ცდილობდა, ჰოლანდი „დორტმუნდში“ კიდევ ერთი წლით დარჩენაზე დაეყოლიებინა, შემდეგ კი, 2023 წელს, „რეალი“ მზად იყო მასში 125 მლნ ევრო გადაეხადა.
თუმცა, პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ჰოლანდს „სიგნალ იდუნა პარკზე“ კიდევ ერთი წლით დარჩენა არ სურდა და გუნდის შეცვლას ამ ზაფხულსვე აპირებს.
ამჟამად, „რეალი“ ჰოლანდის ტრანსფერის საკითხში პესიმისტურად არის განწყობილი და ტრანსფერზე ხელი აქვს ჩაქნეული. თუმცა, მადრიდელები მაქსიმალურად გააქტიურდებიან და ნორვეგიელის ტრანსფერზე ამუშავდებიან, თუ მბაპე „პსჟ-სთან“ გაახანგრძლივებს და მისი ტრანსფერი ჩაიშლება.
თავის მხრივ, „მან სიტი“ მზადაა ჰოლანდი წელსვე შეიძინოს და მას 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.
კომენტარები