მსოფლიო ჩემპიონატის გამო, აზარმა რეალი შესაძლოა იჯარით დატოვოს
ახალი ამბები / ფეხბურთი
5-04-2022, 21:47
ბელგიელმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა „რეალი“ შესაძლოა ზაფხულში დატოვოს.
როგორც ესპანური გამოცემა AS იტყობინება, მადრიდელებს სურთ, რომ ფეხბურთელმა ძველი ფორმა აღიდგინოს და დაუბრუნდეს იმ დონეს, რომელსაც „ჩელსიში“ აჩვენებდა.
თუმცა, კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერის გამო, „რეალში“ აზარის ისედაც მცირე სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდება, შესაბამისად მადრიდელებს მისი იჯარით გაშვება სურთ.
თავად ედენიც შესაძლოა მოვლენათა ასეთ განვითარებას დათანხმდეს, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 7 თვეა დარჩენილი და მას ნაკრებში მოსახვედრად მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროება.
კომენტარები