რონალდოს მემკვიდრემ მისია ვერ შეასრულა და "რეალი" მასზე უარს ამბობს
ახალი ამბები / ფეხბურთი
17-01-2022, 01:05
89 მილიონ ფუნტად შეძენის შემდეგ მადრიდის "რეალი" ედენ აზარის გასხვისებას სულ რაღაც 21 მილიონ ფუნტად აპირებს. პრემიერლიგის კლუბები შემოთავაზების მისაღებად მზად არიან.
30 წლის ფეხბურთელი ესპანეთში საკმაოდ ბევრ ტრავმას იღებს, რამაც მას წარმატებაში ხელი შეუშალა. არადა, აზარმა მემკვიდრეობით 7-ნომრიანი მაისური მიიღო, რომელიც ადრე კრიშტიანო რონალდოს ეცვა.
ბელგიელმა ვერ შეძლო მისიის შესრულება და "სამეფო კლუბი" მზადაა მასზე უარი თქვას. ედენს "ჩელსის" გულშემატკივრებიც უარყოფენ? აზარს სწორედ "არისტოკრატებს", "ვესტ ჰემსა" და "ნიუკასლს" უკავშირებენ.
მომზადებულია football.london-ის მიხედვით
კომენტარები