საქმეში საფრანგეთის პრეზიდენტიც ერთვება - მბაპეზე დიდი ზეწოლაა
ახალი ამბები / ფეხბურთი
18-02-2022, 00:56
"პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავმა კილიან მბაპემ გასულ დღეებში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი თანამედროვების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
ფრანგმა შემტევმა "სამეფო გუნდი" პირადად დაამარცხა და და მისი გუნდი განმეორებითი მატჩისთვის მომგებიან სიტუაციაში "ჩააყენა". ბუნებრივია, რომ "პარი სენ-
ჟერმენს" ასეთი ფეხბურთელის უფასოდ დათმობა არ სურს.
მოგეხსენებათ, კილიანს პარიზელებთან კონტრაქტი რამდენიმე თვეში ეწურება და უდიდესი ალბათობით, იგი მადრიდის "რეალის" რიგებს შეუერთდება.
თუმცა საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ეს გარედან ჩანს. სებასტიენ დენისის ინფორმაციით, "პსჟ"-ს ხელძღვანელობა სცენის მიღმა მბაპეზე ძალიან დიდ ზეწოლას
ახდენს.
ჟურნალისტის თქმით, ხელმძღვანელობა როგორც პარიზიდან, ისევე ყატარიდან ყველაფერს აკეთებს, რომ კილიანი გუნდში დარჩეს.
კომენტარები