მარადონამ პერესს მბაპეს ყიდვა 2017 წელს ურჩია
ახალი ამბები / ფეხბურთი
18-02-2022, 00:53
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ბრწყინვალე გოლის შემდეგ უცხოური მედია ფრანგს "ბლანკოსთან" კიდევ უფრო მეტად აკავშირებს. როგორც ესპანური Marca წერს, ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ ფლორენტინო პერესს ფეხბურთელის შეძენა 2017 წელს ურჩია, მის სანაცვლოდ კი გარეთ ბეილის გასხვისება შესთავაზა.
"მბაპე მალე ბევრზე უკეთესი ფეხბურთელი გახდება. ფლორენტინოს ვუთხარი, რომ კილიანი გაეფორმებინა, მან კი მითხრა, რომ რონალდო და ბეილი ჰყავდა, რაზედაც ვუთხარი, რომ უელსელი გაეყიდა, თუმცა პრეზიდენტს ეს იდეა არ მოეწონა" - განუცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ლეგენდარულმა "ალბისელესტელმა" ესპანელ ჟურნალისტს, მარკო რუიზსს.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა
ფრანგს "პარი სენ ჟერმენთან" არსებული კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, რის შემდეგაც "სამეფო კლუბს" უფასოდ შეუერთდება.
კომენტარები