გარდაცვლილი მოზარდის დედა ამბობს, რომ მისი შვილი მოკლულია "ეს არის დევნა, იძულებით შეთრევა და დამალული გვამი..." - დიდ დიღომში

გარდაცვლილი მოზარდის დედა ამბობს, რომ მისი შვილი მოკლულია "ეს არის დევნა, იძულებით შეთრევა და დამალული გვამი..." - დიდ დიღომში

პოლიტიკა
6-04-2023, 20:16



დიდ დი­ღომ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 12 წლის გო­გო­ნას დედა პირ­ველ ინ­ტერ­ვი­უს აძ­ლევს "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას", სა­დაც მომ­ხდარს იხ­სე­ნებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი შვი­ლი მოკ­ლუ­ლია.

ნატო ხუ­ტაშ­ვი­ლის თქმით, ბავ­შვს ღე­ბი­ნე­ბა სტრე­სის ფონ­ზე და­ე­წყო და არა რა­ი­მეს გა­დაც­დე­ნის გამო. ის რამ­დე­ნი­მე სა­ეჭ­ვო ფაქტს ასა­ხე­ლებს, რაც მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით აძ­ლევს იმის ფიქ­რის სა­ფუძ­ველს, რომ მომ­ხდა­რი არის მკვლე­ლო­ბა და არა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა. 

"ბავ­შვი შეყ­ვა­ნი­ლია გა­უ­ვალ ჯა­გებ­ში. იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ანა ვნა­ხეთ, ხე­ე­ბი ქა­რის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, ფაქ­ტობ­რი­ვად, მი­წა­ზე და­წო­ლი­ლი იზ­რდე­ბო­და. აი ამ ხე­ე­ბის, ამ მი­წა­ზე და­ფე­ნი­ლი ხე­ე­ბის ქვეშ იწვა ბავ­შვი, გუ­ლაღ­მა, მხო­ლოდ სულ ოდ­ნავ იყო გვერ­დზე გა­დახ­რი­ლი. რო­გორ, თუკი საკ­ვე­ბი გა­დას­ცდა და ამის გამო ღე­ბი­ნე­ბა და­ე­წყო, რა­ტომ იწვა გუ­ლაღ­მა? ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც გული ერე­ვა, პი­რი­ქით, ცდი­ლობს წა­ი­ხა­როს. წვე­თი მასა არ იყო გა­რეთ გად­მო­სუ­ლი. მხო­ლოდ პი­რის ღრუ, ცხვი­რი და ფილ­ტვე­ბი ჰქონ­და სავ­სე.

ეს მი­ჩენს ეჭვს და არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ ბავ­შვს, სა­ვა­რა­უ­დო მო­ძა­ლა­დემ პირ­ზე აა­ფა­რა ხელი და ამის გამო მასა არა პი­რი­დან, არა­მედ ცხვი­რი­დან გად­მო­ვი­და. ძა­ლი­ან ლო­გი­კუ­რია, რომ ბავ­შვს სტრე­სის ფონ­ზე და­ე­წყო პირ­ღე­ბი­ნე­ბა და არა იმი­ტომ, რომ რა­ი­მე გა­დას­ცდა. რო­გორ ღე­ბი­ნე­ბა ჰქონ­და, იხ­რჩო­ბო­და და ხის ქვეშ შეწ­ვა? ისე­თი ხის ქვეშ, სა­ი­და­ნაც ვერ გა­მო­ვა? ეს ხომ აბ­სურ­დია. ეს არის ბლე­ფი. ამას ოჯა­ხი არ და­ი­ჯე­რებს. ეს არის და­მა­ლუ­ლი გვა­მი. ეს არის დევ­ნა და ეს არის იძუ­ლე­ბით შეთ­რე­ვა. სამი კომ­შის ხე იდგა იქ, აი ამ კომ­შის ხე­ე­ბის ქვეშ იყო შეთ­რე­უ­ლი. მთე­ლი უბა­ნი წა­მალ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლია. უმე­ტე­სო­ბას გო­ნე­ბა აქვს არე­უ­ლი, ვე­ღარ ვი­გებ, ვის რა შე­იძ­ლე­ბა მოვ­კი­თხო და ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს ამის გამ­კე­თე­ბე­ლი. დიდი იმე­დი მაქვს, რომ ამას გა­მო­ძი­ე­ბა გა­მო­იკ­ვლევს, რთუ­ლი საქ­მეა, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია" - ამ­ბობს ნატო ხუ­ტაშ­ვი­ლი "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში...ნა­ხეთ სრუ­ლად ინ­ტერ­ვიუ

დიდ დი­ღომ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 12 წლის გო­გო­ნას დე­დას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლედ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ცნო­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ დღეს ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა ელი­სო რუ­ხა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა ორ ვერ­სი­ა­ზე, რო­გორც მკვლე­ლო­ბის, ასე­ვე, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს, თუმ­ცა, რო­გორც რუ­ხა­ძე გან­მარ­ტავს, ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი გა­მოკ­ვე­თი­ლი არ არის. გო­გო­ნა­სათ­ვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბი კი, და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღე­ში იქ­ნე­ბა.

ცნო­ბის­თვის, დიდ დი­ღომ­ში 12 წლის მო­ზარ­დი გარ­დაც­ვლი­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 16 მარტს იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.



კომენტარები
"4 დღეს გაძლევ, რომ მოუხადო ბოდიში იმ მეომრებს, ვისაც არაკაცურად კიკუ უწოდე! თუ არადა, მოვალ პარლამენტთან და..." - დავით ქაცარავა ალუდა ღუდუშაურს
"4 დღეს გაძლევ, რომ მოუხადო ბოდიში იმ მეომრებს,...
8-12-2022, 18:35
მარიტა მეფარიშვილის დედის მიმართვა: ჩვენი ერთადერთი ნუგეში, მისი თავგანწირვაა მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად"
მარიტა მეფარიშვილის დედის მიმართვა: ჩვენი...
22-10-2022, 18:15
თქვენს წინაშეა ჩემი შვილი და მისი გმირი დედა - ვინ არის გიორგი ვარდოსანიძის რჩეული, რომელიც მსახიობისგან შვილს ელოდება
თქვენს წინაშეა ჩემი შვილი და მისი გმირი დედა -...
13-08-2022, 19:35
თქვენს წინაშეა ჩემი შვილი და მისი გმირი დედა - ვინ არის გიორგი ვარდოსანიძის რჩეული, რომელიც მსახიობისგან შვილს ელოდება
თქვენს წინაშეა ჩემი შვილი და მისი გმირი დედა -...
5-08-2022, 22:53
ნიღბის ტარება მინიმუმ 1 წელი მაინც მოგვიწევს ომიკრონი" არ არის პანდემიის დასასრული " - დევი ტაბიძე
ნიღბის ტარება მინიმუმ 1 წელი მაინც მოგვიწევს...
7-02-2022, 19:01
"მჯერა, რომ დედა სულ ჩემთანაა; ქველმოქმედებაც მისი სიყვარულის გამო დავიწყე... სამწუხაროდ, ყველა ადამიანის განკურნება არ შემიძლია..." - გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე და მის მიღმა
"მჯერა, რომ დედა სულ ჩემთანაა; ქველმოქმედებაც...
18-01-2022, 01:00
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно