ექიმობის 30 წელზე მეტი სტაჟი მაქვს და მსგავსი არ მინახავს, რომ კლინიკური

ექიმობის 30 წელზე მეტი სტაჟი მაქვს და მსგავსი არ მინახავს, რომ კლინიკური

პოლიტიკა
1-12-2022, 16:30



ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტის, და­ვით სერ­გენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, თუკი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დი­აგ­ნო­ზე­ბი სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მი­სი­ურ გან­ხილ­ვას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, არა­ნა­ი­რი შე­ფერ­ხე­ბა, მით უმე­ტეს, პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­რი­ე­რი არ იქ­ნე­ბა იმი­სა, რომ სა­კი­თხი დად­გე­ნი­ლი წე­სით იქ­ნას გან­ხი­ლუ­ლი.

"არ­სე­ბუ­ლი მოქ­მე­დი პრო­ცე­დუ­რა ასე­თია, რომ არის და­ა­ვა­დე­ბა­თა და მდგო­მა­რე­ო­ბა­თა საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და თუ ამ კრი­ტე­რი­უ­მებ­ში ამა თუ იმ პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­დის, ის კო­მი­სი­ურ გან­ხილ­ვას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, პრე­ცე­დენ­ტუ­ლი სის­ტე­მა არის ასე­თი. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ეს დი­აგ­ნო­ზე­ბი რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა არ­სე­ბულ პრო­ცე­დუ­რას, ამას ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ გარ­წმუ­ნებთ, რომ თუკი არის შე­სა­ბა­მი­სო­ბა, არა­ნა­ი­რი შე­ფერ­ხე­ბა, მით უმე­ტეს, პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­რი­ე­რი არ იქ­ნე­ბა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი კო­მი­სი­უ­რად, დად­გე­ნი­ლი წე­სით იქ­ნას გან­ხი­ლუ­ლი”, - გა­ნა­ცხა­და სერ­გენ­კომ.

მი­სი­ვე თქმით, თუკი ექი­მე­ბი სა­ჭი­როდ ჩათ­ვლი­ან, რომ სა­ა­კაშ­ვილს ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, მა­შინ კვლე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­დე­ბა, ხოლო თუ არის ისე­თი კომ­პო­ნენ­ტი, რომ­ლის ჩა­ტა­რე­ბაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ შე­იძ­ლე­ბა, ამის­თვის სა­ზღვარ­გა­რეთ ნი­მუ­ში იგ­ზავ­ნე­ბა და არა პა­ცი­ენ­ტი.

სერ­გენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, ერ­თა­დერ­თი დაბ­რკო­ლე­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საფრ­თხე შე­უქ­მნას, ამ სა­კი­თხის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბაა.

"ერ­თა­დერ­თი ფაქ­ტო­რი, რაც ამ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას რე­ა­ლურ საფრ­თხეს უქ­მნის, ეს არის ამ სა­კი­თხის პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გაჟ­მენ­ტი, რო­დე­საც არ აც­დი­ან ექი­მებს. ექი­მე­ბი ჩუ­მად არი­ან და კლი­ნი­კურ მე­დი­ცი­ნა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ ად­ვო­კა­ტე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი. ერ­თა­დერ­თი და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საფრ­თხე შე­უქ­მნას პა­ცი­ენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას, ეს არის მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის ასე­თი პერ­მა­ნენ­ტუ­ლი და პერ­სის­ტი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა. ექი­მო­ბის 30 წელ­ზე მეტი სტა­ჟი მაქვს და მსგავ­სი არ მი­ნა­ხავს და არც კი გა­მი­გო­ნია, არც კი წა­მი­კი­თხავს, რომ კლი­ნი­კუ­რი დი­აგ­ნო­ზის და­სა­ზუს­ტებ­ლად და კონ­სი­ლი­უ­მის შე­სად­გე­ნად ასე­თი მრა­ვალ­სე­რი­ა­ნი რა­ღაც იმარ­თე­ბო­დეს. ეს ბევ­რად სწრა­ფად ხდე­ბა ხოლ­მე. ოღონდ აცა­დონ ამ ექი­მებს მუ­შა­ო­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვებ­საც და ჩა­მო­სუ­ლებ­საც“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გენ­კომ.



კომენტარები
მოსალოდნელია კომა და სიკვდილი, თუ არ იქნება დროული დიაგნოსტიკა... განვითარებულია სტრესული აშლილობა" - "ემპათია" სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასკვნას აქვეყნებს
მოსალოდნელია კომა და სიკვდილი, თუ არ იქნება...
1-12-2022, 11:40
სააკაშვილს, კვლევის მძიმე შედეგებით, ფრჩხილებიდან ამოუვიდა ნივთიერება დარიშხანი... პროცესს რომ დაესწროს, ან საკაცით უნდა წამოვიდეს, ან ეტლით" -ადვოკატი ესქპრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ
სააკაშვილს, კვლევის მძიმე შედეგებით, ფრჩხილებიდან...
27-11-2022, 22:37
აშშ-დან მიღებულია  სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღმოჩენილია მძიმე მეტალები..." - მარიამ ჯიშკარიანი
აშშ-დან მიღებულია სააკაშვილის ექსპერტიზის...
25-11-2022, 14:11
სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ეს გათავისუფლების საფუძველი შესაძლოა, გახდეს" - მარიამ ჯიშკარიანი
სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ეს...
7-11-2022, 20:29
"არაფერი დეპრესიული სააკაშვილს არ ეტყობა, პირიქით, უშველებელ აქციებს გეგმავს" - ვოლსკი სააკაშვილზე
"არაფერი დეპრესიული სააკაშვილს არ ეტყობა,...
29-04-2022, 22:57
"ეს არ არის მარ­ტი­ვი ვირუ­სი. ამ წუ­თამ­დე არ ვიცი......."
"ეს არ არის მარ­ტი­ვი ვირუ­სი. ამ წუ­თამ­დე არ...
18-01-2022, 21:33
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно