El Nacional: მესი პსჟ-ს დაემუქრა - თუ რონალდუს იყიდიან გუნდს დატოვებს
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-05-2022, 00:22
ბოლო დროს ევროპული პრესა აქტიურად წერს, რომ კრიშტიანუ რონალდუ ზაფხულში გუნდს შეიცვლის. ამის მიზეზი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოთხეულს მიღმა დარჩენაა, რაც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მიღმა ყოფნას ნიშნავს.
ESPN და Marca წერდნენ, რომ პორტუგალიელი ახალ კლუბს ეძებს, რათა გაისადაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ითამაშოს. სიაში ჯერჯერობით 3 გუნდია - „ბაიერნი“, პსჟ და „რეალი“.
El Nacional-ი წერს, რომ რონალდუს პსჟ-ში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ლეო მესი კლუბს დაუკავშირდა. წყაროს ცნობით, არგენტინელი გუნდში პორტუგალიელის მისვლის წინააღმდეგია და დაიმუქრა, რომ თუ ეს ტრანსფერი შედგება, თავად პარიზს დატოვებს.
როგორც წყარო წერს, თავად რონალდუ არ არის წინააღმდეგი, რომ მესისთან ერთად ითამაშოს.
რამდენად ზუსტია ინფორმაცია, ამაზე საუბარი რთულია, თუმცა ფაქტია, რომ ქომაგებისთვის საინტერესო განსახილველი თემა წამოიჭრა.
კომენტარები