ხელფასის დიდი ნაწილი გასახადებში წავიდა - რა თანხა გადაიხადა რონალდუმ
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-05-2022, 00:19
2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში, კრიშტიანუ რონალდუ ნისლიან ალბიონს დაუბრუნდა.
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება გადაწყვიტა, მოლაპარაკებები კი მალევე დასრულდა და შეთანხმება შედგა.
კრიშტიანუ ხელფასის სახით სეზონში 26 მილიონ ფუნტს იღებს, თუმცა დიდი ნაწილი მან ქვეყნის გადასახადებში დახარჯა.
Daily Star-ის თქმით, კრიშტიანუს დიდი ბრიტანეთის მკაცრი კანონმდებლობიდან გამომდინარე, 12 მილიონის გადახდა მოუწია.
ასე რომ, რონალდუ "სუფთა" შემოსავალი მხოლოდ 14 მილიონი გამოდის, დანარჩენი თანხა კი ქვეყანას ერგება.
კომენტარები