რონალდუ მანჩესტერელთა მოლოდინს ვერ ამართლებს და თანაგუნდელთან დაძაბული ურთიერთობა აქვს
ახალი ამბები / ფეხბურთი
23-02-2022, 00:52
მანჩესტერ იუნაიტედში" გუნდის თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუთი უკმაყოფილონი არიან.
როგორც The Independent-ი იტყობინება, კლუბის ხელმძღვანელობაში პორტუგალიელისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანები არიან, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც შეიძლება წარმოვიდგინოთ.
"ეშმაკუნების" ზოგიერთი ბოსი აღიარებს, რომ რონალდუ მათ მოლოდინს ვერ ამართლებს. "2009 წელი აღარ არის", - თქვა ერთ-ერთმა წყარომ.
მანიკუნიანელთა რიგებში ფიქრობენ, რომ 37 წლის სუპერვარსკვლავმა გუნდში ადაპტაცია ვერა და ვერ გაიარა.
ბევრი წყაროს ცნობით, რონალდუსა და "ემიუს" კაპიტან ჰარი მაგუაირს შორის დაძაბულობაზე საუბრის საფუძველი ნამდვილად არსებობს.
მოგეხსენებათ, კრიშტიანუ "მანჩესტერ იუნაიტედში" გასულ ზაფხულს ტურინის "იუვენტუსიდან" გადავიდა.
კომენტარები