გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებას რონალდუ უკვე წლებია, რაც თავს არიდებს
ახალი ამბები / ფეხბურთი
7-02-2022, 17:37
კრიშტიანუ რონალდუ ყველანაირად ცდილობს მის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის საქმეზე პოლიციის დოკუმენტების გასაჯაროება არ მოხდეს, ამბობს Mirror.
აშშ-ის მოქალაქემ, კეტრინ მაიორგამ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი 2009 წელს ლას-ვეგასში მის გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ბრალდება 2018 წელს იქნა წამოყენებული, როდესაც გერმანულმა გაზეთმა Der Spiegel-მა გამოძიება ჩაატარა.
რონალდუს არ სურს საქმის დოკუმენტები ან მტკიცებულებები გასაჯაროდეს New York Times-ში. მისი იურიდიული გუნდი ამტკიცებს, რომ დოკუმენტები უკანონოდ იქნა მოპოვებული Football Leaks-ის მიერ და წარმოადგენს ადვოკატი-კლიენტის პრივილეგიის დარღვევას.
რონალდუსა და მაიორგას ადვოკატებს შორის სასამართლო პროცესი გამოქვეყნებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით მომავალ კვირას სასამართლო სხდომაზე გაგრძელდება.
თუ კრიშტიანუს ადვოკატებმა ვერ დაამტკიცეს თავიანთი მოსაზრება, მისი სექსუალური შევიწროების საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები შეიძლება საჯარო გახდეს.
გასულ წელს, სექსუალური ძალადობის საქმე გაათავისუფლეს ლას-ვეგასის მოსამართლემ, რითაც დასრულდა ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლა. რონალდუმ უარყო წარსულში სექსუალური შევიწროების ყველა ბრალდება. მან თქვა, რომ "გაუპატიურება ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც სწამს".
კომენტარები