მბაპემ "პსჟსთან" ახალი კონტრაქტი შეათანხმა! - LE PARISIEN
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-05-2022, 00:17
როგორც მოგეხსენებათ, კილიან მბაპეს "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება და მისი მომავალი მედიის განხილვის აქტიური საგანია.
თუ ამ დრომდე ყველა გამოცემა წერდა, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავის მადრიდის "რეალში" ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო, სიტუაცია შეიცვალა.
საკმაოდ ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Parisien წერს, რომ ფეხბურთელმა და "პსჟმ" შეთანხმებას მიაღწიეს.
წყაროს ცნობით, მბაპე პარიზულ გრანდთან ახალ, 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და, ამავდროულად, კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.
რა თქმა უნდა, ინფორმაცია ოფიციალური არ არის და სრულიად შესაძლებელია, კილიანი "სამეფო კლუბში" მაინც ვიხილოთ.
კომენტარები