„ვალენსიას მომავლის მეკარეა" - Deportevalenciano მამარდაზე
ახალი ამბები / ფეხბურთი
5-05-2022, 22:17
ესპანურმა გამოცემამ, Deportevalenciano-მ სტატია გამოაქვეყნა და „ვალენსიას“ ფეხბურთელებზე ისაუბრა. ავტორმა ყურადღება იმ ახალგაზრდა მოთამაშეებზე გაამახვილა, რომლებმაც ისეთი პროგრესი რომ განიცადონ, როგორიც მათგანაა მოსალოდნელი, კლუბს მაღალ დონეზე აიყვანენ და ესპანურ ელიტაში დააბრუნებენ.
ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი მამარდაშვილი გახლავთ და ესპანური გამოცემა „ღამურებს“ მოუწოდებს, რომ მასთან მიმართებით სიფრთხილე გამოიჩინოს.
„ვალენსიამ უგო დურო აუცილებლად უნდა გამოისყიდოს და გიორგი მამარდაშვილიც უნდა დაიცვას, რადგან ის მომავალის გოლკიპერია. თუ ასე მოხდა, მომდევნო სეზონში გიორგის ექნება თავდაჯერებულობა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობას მოაქვს“, - წერს ესპანური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 19 მატჩი ჩაატარა და გოლი 8-ჯერ არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 16 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.
კომენტარები