შანსი მამარდაშვილს – სილესენს კოვიდი დაუდასტურდა
ახალი ამბები / ფეხბურთი
13-01-2022, 01:05
ვალენსიას” 5 ფეხბურთელს – მაქსი გომესს, ჰელდერ კოშტას, ჩერიშევს, დანიელ ვაასს და იასპერ სილესენს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
“ვალენსია” მომდევნო მატჩს 16 იანვარს კოპა დელ რეიზე ჩაატარებს, 20 იანვარს კი “სევილიას” ეთამაშება. სწორედ “სევილიასთან” დაუშვა მამარდამ მძიმე შეცდომები.
ესპანურ პრესაში სხვა ფეხბურთელების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შესაბამისად, “ღამურებს” მწყობრში 2 მეკარე – ხაუმე დომენეკი და გიორგი მამარდაშვილი ჰყავთ.
კომენტარები