ასე მესის აჯობა - ესპანური მედია "ვალენსიას" მეკარეს იცავს
ახალი ამბები / ფეხბურთი
8-01-2022, 01:11
Deportevalenciano "ვალენსიას" კიპერ ხაუმე დომენეკსა და მის სათასო შეხვედრაზე წერს:
"დომენეკი კარტახენაში "ვალენსიას" გმირი იყო, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც, როგორც ჩანს, ეს ამბავი აწუხებთ.
ის, ვინც თავის გუნდს ყველაზე კარგად იცნობს, არის ხოსე ბორდალასი. მესმის, რომ ჩვენ ყველამ მეტი ვიცით, თუმცა...
პრობლემა ის იყო, თითქოს მამარდაშვილს უნდა ეთამაშა, რისი წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ თუ მწვრთნელი სხვაგვარად გადაწყვეტს, ის ოპტიმალური ყოფილა...
შემდეგ დადგა პენალტის დრამა, როცა ხაუმე მუხლებზე დადგა, როგორც შარშან მესის წინააღმდეგ, როცა არგენტინელს არ გაატანინა. თუმცა ამჯერად გუნდი ვერ
გადაარჩინა - დარტყმა გოლით დასრულდა.
მან გადაარჩინა გუნდი მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. დომენეკი ძლიერია და მასზე ეს ხმები უარყოფითად არ იმოქმედებს."
შეგახსენებთ, "ღამურებმა" "კარტახენასთან" (2:1) გაიმარჯვა და მერვედფინალში გავიდა, ხაუმე დომენეკის მიმართ კრიტიკა კი თერთმეტმეტრიანის კარის ხაზზე დაჩოქებით მოგერიების სურვილმა გამოიწვია.
კომენტარები