ჰოლანდის სიტიში მოსვლის შემთხვევაში, რა ბედი ეწევა ჟეზუსს?
ახალი ამბები / ფეხბურთი
2-05-2022, 22:22
ერლინგ ჰოლანდი "მანჩესტერ სიტიში" დორტმუნდის "ბორუსიადან" გადავა. ამის შესახებ ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ განაცხადა: "ვერ წარმომიდგენია, რომ გვარდიოლა გაუშვებს ჟეზუსს".
"ჰოლანდის მოსვლითაც, შეთანხმება კი ძალიან ახლოსაა. მათ სხვა ტიპის თავდამსხმელი სჭირდებათ. ჰოლანდი ცოტა განსხვავებული მოთამაშეა. ჟეზუსი დარჩება, რადგან ძნელია მისნაირი ფეხბურთელის პოვნა".
"მანჩესტერ სიტის" არ სჭირდება გაყიდვები ფულის საშოვნელად. მათ აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ ნებისმიერი ფეხბურთელი, ვინც სურთ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, სურს თუ არა ჟეზუსს ნაკლები თამაში".
"ყველაფერი მაზე იქნება დამოკიდებული, რადგან მან იცის, რომ კლუბში წარმოუდგენელი თავდამსხმელი მოდის. როდესაც შარშან გრილიში 100 მილიონად იყიდეს, გაბრიელი დარჩა", - განაცხადა დი მარციომ.
კომენტარები