"ორივე ძალიან კარგი ფეხბურთელია", - მუნიემ განმარტა, თუ რა კომპონენტშია მბაპე ჰოლანდზე უკეთესი
ახალი ამბები / ფეხბურთი
7-02-2022, 01:09
"დორტმუნდის" მცველმა, ტომას მუნიემ თანაგუნდელი ერლინგ ჰოლანდი "პსჟ"-ს თავდამსხმელს, კილიან მბაპეს შეადარა.
– ერთ-ერთი ხართ მათ შორის, ვისაც მბაპესა და ჰოლანდის გვერდით უთამაშია. ნამდვილად აქვთ რაიმე საერთო?
"განსხვავებული სტილი აქვთ. მაგრამ საერთო თვისებებიც აქვთ: წარმოუდგენელი სისწრაფე, კარგი ნახტომი, გამძლეობა, ორივე ფეხის ფლობა. მაგრამ ტექნიკურად, ვფიქრობ, მბაპე უკეთესია".
"ჰოლანდი ტიპიური "ცხრიანია". არ არის ის ბიჭი, რომელსაც "შვიდიანის" ან 11 ნომრის პოზიციაზე დააყენებ. სუფთა თავდამსხმელია".
რომელს აქვს მცირე უპირატესობა?
"ორივე ძალიან კარგია, მაგრამ კილიანს რაღაც განსაკუთრებული აქვს. როცა ბრაზილიელ რონალდოზე, ტიერი ანრიზე ფიქრობ, მას დიდი ფეხბურთელების ინსტინქტი აქვს, რისი წყალობითაც შეუძლია ფეხბურთის ლეგენდა გახდეს".
"ერლინგიც ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელი გახდება. განსხვავება იმაშია, რომ მას ყოველთვის გუნდი დასჭირდება ამის მისაღწევად, როცა ეს კილიანს თანდაყოლილი აქვს".
"ამას ამჟამინდელ "პსჟ"-ში ვხედავთ: თუ ამ გუნდს კილიანს მოვაშორებთ, არ იქნება იქ, სადაც ახლაა. კილიანი "პსჟ"-ს გადამრჩენელია, მარტო ქმნის სხვაობას. ერლინგს გუნდი ჰყავს, რომელიც ბევრს და სიამოვნებით მუშაობს მისთვის, იგი კი ამას ანაზღაურებს", - განუცხადა მუნიემ L'Equipe-ს.
კომენტარები