კროოსი V ობამეიანგი - სოციალურ ქსელში დაწყებული კონფლიქტი, რომელიც ახლა უკვე ელ კლასიკოში გაგრძელდება
ახალი ამბები / ფეხბურთი
2-02-2022, 00:48
პიერ-ემერიკ ობამეიანგის "ბარსელონაში" გადასვლა, "არსენალის" ყოფილი თავდამსხმელის ტონი კროოსთან საკმაოდ უცნაურ მეტოქეობას აღადგენს, რომელიც სოციალურ ქსელში დაიწყო.
"ბარსელონაში" გადასვლა ნიშნავს, რომ ის მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. შემდეგი ელ კლასიკო კი 20 მარტს არის დაგეგმილი ლა ლიგაში და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კროოსი მოედანზე აუცილებლად იქნება.
რეალურად, ობამეიანგს და კროოსს არ აქვთ რაიმე მიზეზი კონფლიქტისთვის, მაგრამ გერმანელმა ნახევარმცველმა ცხადყო, რომ ის თავდამსხმელის დიდი გულშემატკივარი არ არის.
რამდენჯერმე ობამეიანგმა თამაშის დროს გეტრებიდან სუპერგმირების ნიღბები ამოიღო და გოლების აღსანიშნავად ჩაიცვა. მას ეკეთა ბეტმენის, ადამიანი-ობობასა და შავი პანტერას ნიღბები.
კროოსს ეს არ მოეწონა, მან თქვა: "არ ვფიქრობ, რომ ის კარგი მისაბაძი მაგალითია. ეს ყველაფერი სისულელეა. ის, რაც ყოველთვის მომწონდა არის გერდ მიულერის აღნიშნვა.
ის უბრალოდ ხტებოდა და შორტს იწევდა. ეს იყო ნამდვილი სიხარული, არაფერი განსაკუთრებული". ამ კომენტარებმა ტვიტერზე მოთამაშეებს შორის კამათი გამოიწვია.
დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილმა თავდამსხმელმა ცოტა აგრესიულად და ირონიულად ჰკითხა, ჰყავდა თუ არა კროოსს შვილები. ტონიმ იგივე სტილში უპასუხა, რომ მას სამი შვილი ჰყავდა.
კომენტარები