ერლინგ ჰოლანდმა დაასახელა ქვეყანა, სადაც მომდევნო სეზონში ითამაშებს
ახალი ამბები / ფეხბურთი
2-01-2022, 01:12
დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი საშობაო შვებულებას მარბელიაში, ესპანეთში ატარებს და ერთ-ერთ გულშემატკივარს უთხრა, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში.
როგორც გერმანული მედია წერს, ნორვეგიელს გულშემატკივარმა ჰკითხა, სად ითამაშებს დამდეგ სეზონში და ჰოლანდმა მას გადაჭირით უპასუხა: „აქ ვითამაშებ, ესპანეთში“.
ცხადია, ამ განცხადებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ცნობილია, რომ ჰოლანდით მადრიდის „რეალია“ დაინტერესებული და შესაძლოა, ზაფხულში ის სწორედ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადავიდეს.
ერლინგ ჰოლანდს „დორტმუნდში“ გატარებულ ორ წელიწადში 75 მატჩში 76 გოლი აქვს გატანილი. ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანულმა გუნდმა მას ულტიმატუმი წაუყენა, რომ თებერვლამდე თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება კლუბს აცნობოს
კომენტარები