ექიმი ლევან ფერაძე - სააკაშვილმა მუხლზე დაჩოქილი ქვეყანა წამოაყენა, მისი შექმნილია საზღვარიც, ყველაფერი, თუ რამე მუშაობს, ხვალიდან უნდა დაიწყოს მოძრაობა, რომელსაც ექიმები ჩაუდგებიან სათავეში

ექიმი ლევან ფერაძე - სააკაშვილმა მუხლზე დაჩოქილი ქვეყანა წამოაყენა, მისი შექმნილია საზღვარიც, ყველაფერი, თუ რამე მუშაობს, ხვალიდან უნდა დაიწყოს მოძრაობა, რომელსაც ექიმები ჩაუდგებიან სათავეში

პოლიტიკა
20-04-2022, 20:49



ექიმ ლევან ფერაძის განცხადებით, ხვალიდან უნდა დაიწყოს მოძრაობა, რომელსაც ექიმები ჩაუდგებიან სათავეში და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თავის სიტყვას იტყვიან.

მისი თქმით, საქართველოში არსებულმა ყველა წამყვანმა ნევროლოგმა თქვა, რომ საბოლოო დიაგნოზის დასასმელად და იმის გასარკვევად, რა მდგომარეობაშია ტვინის გარკვეული უბნები, საჭიროა 3 ტესლა მაგნიტორეზონანსული კვლევა, რომელიც თბილისში სამ კლინიკაშია შესაძლებელი.

ლევან ფერაძის განმარტებით, ნებისმიერი პატიმრის უფლებაა, მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს და ეს უნდა ეხებოდეს სააკაშვილსაც.

„ყველამ ვიხილეთ სააკაშვილის სასამართლო პროცესი და მე პირდად, ძალიან დათრგუნული დავრჩი, რადგან შემოსვლისთანავე ცუდად გახდა, ადამიანს ცვილის ფერი აქვს სახეზე, ანემიურია, უჭირს ფეხზე დგომა, აქვს ტკივილები, სისტემატურად ტკივილგამაყუჩებლებზეა და ისეთი განცდა დამრჩა, მე ვარ წინასწარ მიზანმიმართული, განზრახული მკვლელობის თანამონაწილე ჩემი უღონობით, მგონია, რომ ვერ ვაკეთებ ყველაფერს, რაც შეგვიძლია.

ექიმებმა იმ მომენტში, როცა ბატონი მიხეილი გადავიყვანეთ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, გარკვეული როლი შევასრულეთ და გარკვეულად იმოქმედა. ვფიქრობ, დღეს ეს მთელი საზოგადოების საქმეა, ყოველ შემთხვევაში, ნორმალური საზოგადოების, ვინც აზროვნებს და ვინც ხვდება, რასთან გვაქვს საქმე. მე ვფიქრობ, ხვალიდან უნდა დაიწყოს მოძრაობა, რომელსაც ექიმები ჩაუდგებიან სათავეში და ექიმები თავის სიტყვას იტყვიან.

ერთადერთ კითხვაზე მინდა პასუხი, საქართველოში არსებულმა ყველა წამყვანმა ნევროლოგმა თქვა, რომ საბოლოო დიაგნოზის დასასმელად და იმის გასარკვევად, რა მდგომარეობაშია ტვინის გარკვეული უბნები, საჭიროა სამი ტესლა მაგნიტორეზონანსული კვლევა. ეს აპარატი თბილისში სამ სხვადასხვა კლინიკაშია. თუ ნებისმიერი პატიმრის უფლებაა, რომ მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს, რატომ არაა მიხეილ სააკაშვილის. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ამ წუთში რა მდგომარეობაშია პაციენტის გარკვეული უბნები თავის ტვინში. ერთი – არ უნდათ დაადგინონ, ინტერესი არ არის. ეს ნიშნავს, რომ გრძელდება მისი წამება, მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის სისტემურად ინვალიდიზაცია და შემდგომში მისი მკვლელობა.

როგორ უნდა უყურო დედამ ამას და ვიზე, ადამიანზე, რომელსაც არაფრით დაუმსახურებია კიარა, ეს ქვეყანა მუხლზე დაჩოქილი ფეხზე წამოაყენა, ქვეყანა, რომელიც მისი შექმნილია. ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს თავისუფლად შეუძლია თქმა, რომ მისი შექმნილია ეს ქვეყანა, ის საზღვარიც მისი შექმნილია, ის სტრუქტურაც, ის პენიტენციური სისტემაც მისი შექმნილია, ის ციხე, ყველაფერი, თუკი რამე მუშაობს დღეს“, – განაცხადა ექიმმა ლევან ფერაძემ მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ექიმთა ასოციაციების, მოქალაქეთა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების სახელით მომზადებულია მიმართვა საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობებისა და დიპლომატიური კორპუსებისთვის.

განცხადების გაკეთების შემდეგ, პრესკონფერენციის მონაწილეებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრება და აქტივისტებმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს.


კომენტარები
გადაწყვეტილება მიღებულია - ქართული ოცნება მზადაა მიხეილ სააკაშვილის............
გადაწყვეტილება მიღებულია - ქართული ოცნება მზადაა...
16-02-2022, 21:00
ლევან გოფოძე: სამწუხარო ამბავი - საქართველოს „ომიკრონის“ შტამი მოუახლოვდა
ლევან გოფოძე: სამწუხარო ამბავი - საქართველოს...
7-02-2022, 21:06
ლევან შენგელიამ გოლის გემო გაიხსენა
ლევან შენგელიამ გოლის გემო გაიხსენა...
6-02-2022, 00:35
ავთანდილ ასათიანი: ეს გამარჯვება ქართული ხასიათის დამსახურებაა
ავთანდილ ასათიანი: ეს გამარჯვება ქართული ხასიათის...
27-01-2022, 01:03
პენსია 500-600 ლარი, მინიმალური ხელფასი 1500 ლარიდან, საწვავის ფასი კი... – რა წერია სააკაშვილის ეკონომიკურ გეგმაში?
პენსია 500-600 ლარი, მინიმალური ხელფასი 1500...
12-01-2022, 21:29
"რაც უფრო მეტი თანამებრძოლი ეტყვის სიმართლეს, მით უფრო მეტად დამშვიდდება" - ლევან ლორთქიფანიძე მიხეილ სააკაშვილზე
"რაც უფრო მეტი თანამებრძოლი ეტყვის სიმართლეს, მით...
31-12-2021, 21:34
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно