პენსია 500-600 ლარი, მინიმალური ხელფასი 1500 ლარიდან, საწვავის ფასი კი... – რა წერია სააკაშვილის ეკონომიკურ გეგმაში?
პოლიტიკა
12-01-2022, 21:29
პენსია 500-600 ლარი, მინიმალური ხელფასი 1500 ლარიდან, საწვავის ფასი კი... – რა წერია სააკაშვილის ეკონომიკურ გეგმაში?
“ენმ”-ის წევრი, ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, იმ ეკონომიკურ გეგმაზე საუბრობს, რომელიც მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უკვე შეიმუშავა და 4 პუნქტს ასახელებს:
“საწვავის ფასის მიმნიმუმ 80 თეთრით შემცირება როგორ უნდა მოხდეს – იქნება ეს აქციზის გადასახადის გაუქმება და ლარის გაძლიერება.
როგორ უნდა იყოს უზრუნველჰყოფილი, რომ მინიმალური ანაზღაურება იყოს 1500 ლარიდან.
ამ პირობებში შესაძლებელია პენსია გახდეს 500-600 ლარი
მეოთხე საკითხი ეხებოდა ახალგაზრდებს, სტუდენტებს, რომ მათ ჰქონდეთ უზრუნველჰყოფილი სწავლის შესაძლებლობა.”
კომენტარები