ლევან გოფოძე: სამწუხარო ამბავი - საქართველოს „ომიკრონის“ შტამი მოუახლოვდა
პოლიტიკა
7-02-2022, 21:06
ლევან გოფოძე: სამწუხარო ამბავი - საქართველოს „ომიკრონის“ შტამი მოუახლოვდა
„საქართველოს მოუახლოვდა „ომიკრონის“ შტამი“, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილ პირთა რაოდენობა არ მცირდება.
„არ მცირდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც სამედიცინო პერსონალში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. რაც შეეხება იმას, რას ველით, ამის პროგნოზირება რთულია. საქართველოს მოუახლოვდა „ომიკრონის“ შტამი. მიუხედავად პროგნოზისა, რომ ეს შტამი არაა ისე მძიმედ მიმდინარე და ფილტვის ქსოვილს ნაკლებად აზიანებს, ეს მხოლოდ პროგნოზია და საბოლოოდ, როგორ მოიქცევა ვირუსი, არავინ იცის. ყველა ღონისძიება, რომელსაც განვითარებული ქვეყნები მიმართავენ შტამის გავრცელების საწინააღმდეგოდ, მიმაჩნია, რომ სრულიად ადეკვატურია და საქართველოს თუ ამ შტამთან ბრძოლა მოუწევს, ალბათ, იგივე გზა უნდა გავიაროთ“,
– განაცხადა ლევან გოფოძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევებს სწავლობენ. ამ დროისთვის კორონავირუსის ახალი შტამი ქვეყანაში დადასტურებული არ არის.
კომენტარები