სასწავლო პროცესის განახლება და ვაქცინაცია აუცილებელია - ივანე ჩხაიძე
პოლიტიკა
17-01-2022, 20:32
სასწავლო პროცესის განახლება და ვაქცინაცია აუცილებელია - ივანე ჩხაიძე
„ომიკრონის" გავრცელების გამო ყოველდღიური მაჩვენებელი ახლო მომავალში რეკორდულად გაიზრდება და შესაძლოა რამდენიმე ათეულ ათასს გაუტოლდეს - ამის შესახებ სპეციალისტები საუბრობენ და არსებულ ეპიდვითარებას აფასებენ.
როგორც მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, აუცილებელია სასწავლო პროცესის რეგულაციების დაცვით განახლება.
„აუცილებლად მიგვაჩნია, რომ სასწავლო პროცესი განახლდეს და მიგვაჩნია, რომ სკოლაც მზად უნდა დახვდეს ბავშვებს. მზაობაში ჩვენ ვგულისხმობთ: პედაგოგების, სასწავლო პერსონალის, ადმინისტრაციული პერსონალის, ტექნიკური პერსონალის ვაქცინაციას. როდესაც ვსაუბრობთ სკოლის მხარეზე, მეორე მხარეც უნდა გავითვალისწინოთ, არის თუ არა ოჯახი მზად იმისათვის, რომ სახლში შექმნას უსაფრთხო გარემო. ჩვენ ვგულისხმობთ ოჯახის წევრების ვაქცინაციას, ვინაიდან ინფიცირების მეორე წყარო, ეს არის საყოფაცხოვრებო კონტაქტი. ეს არის ერთი ჯაჭვის ორი რგოლი, რომელიც განაპირობებს სწავლის განახლებას მინიმალური რისკების ქვეშ,"
- აცხადებს ივანე ჩხაიძე.
კომენტარები