ლევან შენგელიამ გოლის გემო გაიხსენა
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-02-2022, 00:35
ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში სტუმრად " ოსტენდესთან" "ლეუვენის" გამარჯვებას (3:1) ლევან შენგელიამ ჩაუყარა საფუძველი.
26 წლის შენგელიამ 34-ე წუთზე გახსნა ანგარიში, მე-80 წუთზე კი შეცვალეს. შენგელიამ ამ სეზონში ჟუპილერ ლიგის 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ცნობისათვის, ლევანს ბოლოს გოლი 29 აგვისტოს ჰქონდა გატანილი და თავის გამოჩენა მისთვის მნიშვნელოვანი იყო.
"ლეუვენს" 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 30 ქულით მე-12 ადგილზეა და 10 თებერვალს "გენკს" უმასპინძლებს.
კომენტარები