
2015-2020 წლებში პრემიერ ლიგის 15 ფეხბურთელს დოპინგ-ტესტი ჩაუვარდა, თუმცა არავინ დასჯილა
ახალი ამბები / ფეხბურთი
18-04-2022, 19:53
2015-დან 2020 წლამდე პრემიერ ლიგაში სულ ცოტა 15-მა ფეხბურთელმა ჩააგდო დოპინგ-ტესტი.
თუმცა, როგორც Daily Mail იტყობინება, არცერთი მოთამაშე საბოლოოდ დისკვალიფიცირებული არ ყოფილა.
15-დან 12-მა ფეხბურთელმა ჩააბარა დადებითი ტესტი აკრძალულ პრეპარატებზე, რომლებიც შრომისუნარიანობას ზრდის.
ამ საქმეზე კვლავაც მიმდინაროებს გამოძიება, პირველი დადებითი ტესტიდან ხუთი თვის თავზე. თუმცა, ამ დრომდე ფეხბურთელების მიმართ არანაირი ზომა მიღეუბლი არ იქნება.
წყარო არ აზუსტებს, კონკრეტულად რომელ ფეხბურთელებზეა საუბარი და არც იმას, თუ რომელ კლუბებს ეკუთვნიან ისინი.
კომენტარები