აზარის გადაბირებით პრემიერ ლიგის გუნდი დაინტერესდა - ტრანსფერი არც ისე არარეალურია
ახალი ამბები / ფეხბურთი
9-04-2022, 00:13
ლონდონის „არსენალს“ სურს ედენ აზარი პრემიერ ლიგაში დააბრუნოს.
Footmercato-ს ინფორმაციით, ინგლისურმა გუნდმა 31 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის საქმეზე პირველი ნაბიჯები გადადგა. „მეთოფეებმა“ აზარის შესახებ ინფორმაცია მიიღეს, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ არ წამოუწყიათ.
თუმცა, წყარო ხაზს უსვამს, რომ „არსენალის“ აზარისადმი ინტერესი რეალურია. „მეთოფეებს“ „ჩელსის“ ექს-ფეხბურთელის იჯარით და გამოსყიდვის უფლებით სურთ გადაბირება.
თავად აზარს ესპანეთში დარჩენა ურჩევნია, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის წინ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად, შესაძლოა „არსენალის“ შეთავაზებასაც დათანხმდეს. პრემიერ ლიგაში, „მეთოფეების“ გარდა მისით „ნიუკასლიც“ ინტერესდებოდა.
კომენტარები