ანჩელოტი: "ბეილის და აზარის იმედი არ დამიკარგავს"

ანჩელოტი: "ბეილის და აზარის იმედი არ დამიკარგავს"

ახალი ამბები / საქართველო
21-01-2022, 01:03



მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა თავისი შეგირდების, გარეტ ბეილისა და ედენ აზარის შესახებ, რომლებსაც ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდათ.

"უბრალოა, ჩვენ შორის არაფერი უჩვეულო ხდება. ეს ყველაფერი კონკურენციაზეა. მწვრთნელი, ანუ მე, ყოველ მატჩში ვირჩევს უძლიერეს შემადგენლობას, რათა მოვიგოთ.

ეს ხდება ყველა ტოპ კლუბში, ბევრი კარგი მოთამაშეა და დიდი კონკურენციაა. მაშინაც კი, თუ კარგი ხარ, შეიძლება არ ითამაშო. იგივე შემიძლია ვთქვა მარსელოზე, ნაჩოზე, სებალიოსზე, ისკოსა თუ იოვიჩზე.

ისინი ყველა მაღალი კლასის მოთამაშეები არიან, იგივე ხდება მათთან, რაც ბეილისა და აზარის მიმართებაშიც. მართალია, რომ აზარს და ბეილს ტრავმები ჰქონდათ.

ბეილი დიდი ხნის შესვენების შემდეგ დაბრუნდა, აზარი თვენახევარია კარგ ფორმაშია. არ სჭირდება აზარს რჩევა, რადგან მას აქვს ხასიათი და გამოცდილება, რომ თავად აირჩიოს საუკეთესო გზა.

ორივე მოთამაშის კლასი შეიძლება დაგვეხმაროს. სეზონის მხოლოდ პირველი ნახევარი გავატარეთ, ვერ დაგვეხმარნენ, მაგრამ იმედია მეორე ნახევარში დაგვეხმარებიან", - განაცხადა ანჩელოტიმ.


კომენტარები
ანჩელოტი: ხავის ვერ დავეთანხმები, თანაბარი თამაში იყო
ანჩელოტი: ხავის ვერ დავეთანხმები, თანაბარი თამაში...
14-01-2022, 01:13
ანჩელოტი: ხავის ხელმძღვანელობით "ბარსელონა" უკეთესი გახდება
ანჩელოტი: ხავის ხელმძღვანელობით "ბარსელონა"...
12-01-2022, 01:19
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно