"გვაქვს მტკიცებულებები", - ლაპორტას თქმით, ბარსელონაში ბილეთების გაყიდვის წესი შეიცვლება
ახალი ამბები / ფეხბურთი
16-04-2022, 00:19
„აინტრახტთან“ მატჩში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, „ბარსელონა“ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის წესს შეცვლის.
ევროპა ლიგის შეხვედრაში „კამპ ნოუზე“ „აინტრახტის“ 20-დან 30 ათასამდე გულშემატკივარი მოხვდა, რომლებმაც ბილეთები გადამყიდველებისგან შეიძინეს.
„ბლაუგრანას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას განცხადებით, ამიერიდან ბილეთები, რომლებიც ევროთასების მატჩებზე გაიყიდება, სახელებიანი იქნება.
გარდა ამისა, ლაპორტამ ახსნა, როგორ მოხვდა „აინტრახტის“ ამდენი გულშემატკივარი ამ მატჩზე.
„გაყიდვაში 34 440 ბილეთი იყო. გვქონდა შეზღუდვები, მათი შეძენა შეუძლებელი იყო გერმანული ბარათიდან ან გერმანული IP-დან. კლუბი ბილეთებს გერმანელებზე არ ყიდიდა.
თუმცა, გვაქვს მტკიცებულებები, რომ ბილეთების მყიდველებმა შემდეგ ის გერმანელ გულშემატკივრებს გადასცეს.“ - აღნიშნა „ბარსას“ პრეზიდენტმა.
კომენტარები