ნაგელსმანი: "ლიგიდან გავარდნის შემდეგ სიკვდილის 450 მუქარა მივიღე, დედაჩემსაც კი შეუტიეს"
ახალი ამბები / ფეხბურთი
16-04-2022, 00:19
იულიან ნაგელსმანის თქმით, „ბაიერნის“ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, მან სიკვდილის მუქარები მიიღო.
მიუნხენური გუნდი ორი მატჩის ჯამში „ვილიარეალთან“ 1:2 დამარცხდა და ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა.
„ვიცი, რომ ყველა მხრიდან გამაკრიტიკებენ, ეს ნორმალურია და ვფიქრობ, გავუმკლავდები.
თუმცა, ინსტაგრამში 450 სიკვდილის მუქარა - უკვე არც ისე მარტივია.
ერთია, როცა ხალხი ჩემი მოკვლით მემუქრება, მაგრამ მათ დედაჩემსაც კი შეუტიეს, რომელიც ფეხბურთით საერთოდ არ ინტერესდება.“ - აღნიშნა გერმანელმა.
კომენტარები